ლინკები

     

 

 

 

  სამაგისტრო პროგრამის წარდგენისა და დამტკიცების პროცედურა

  სამაგისტრო პროგრამის წარმოდგენა და დამტკიცება უნდა მოხდეს შემდეგი პროცედურების დაცვით:
1. სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი შეიძლება იყოს უნივერსიტეტის

 სრული ან ასოცირებული პროფესორი, ან მოწვეული, შესაბამისი აკადემიური ხარისხის მქონე პირი. გადაწყვეტილება პროგრამის ხელმძღვანელის მოწვევის შესახებ უნდა მიიღოს აკადემიურმა საბჭომ ფაკულტეტის საბჭოს წარდგინების საფუძველზე.

2. შემუშავებული პროგრამა განიხილება ფაკულტეტის საბჭოს სხდომაზე,

 ხოლო პროგრამის შეჯერებული ვარიანტი განსახილველად გადაეცემა უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.

3. ფაკულტეტის საბჭო განიხილავს პროგრამას და მას დასამტკიცებლად

 წარუდგენს აკადემიურ საბჭოს, ხოლო ამ პროცესს კოორდინირებას უწევს უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური .

4. აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული პროგრამები გადაეცემა უნივერსიტეტის საინფორმაციო ცენტრს, რომელიც უზრუნველყოფს

ინფორმაციის დროულ განთავსებას ვებ-გვერდზე.

5.უნივერსიტეტში სისტემატურად უნდა მოხდეს სამაგისტრო პროგრამების შეფასება და სრულყოფა.

6. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს ევალება

 სამაგისტრო პროგრამების ტექნიკური მონიტორინგისა და აკადემიური ექსპერტიზის განხორციელება, შესაბამისი დასკვნების, შენიშვნებისა და რეკომენდაციების წარდგენა ფაკულტეტების და აკადემიური საბჭოს წინაშე.


  უნივერსიტეტში ხორციელდება შედეგი სამაგისტრო პროგრამა:
 

  სამაგისტრო ნაშრომის წარდგენის ინსტრუქცია.

 

 ჯანდაცვის მენეჯმენტი