|
|
სტრატეგიული განვითარების გეგმა
2011-2016
საექთნო
სკოლა-სასწავლო უნივერსიტეტი"ივერია" წარმოადგენს სტუდენტთა, აკადემიური და
ადმინისტრაციული პერსონალისა და მკვლევართა მჭიდრო კავშირს, რომელთა
ერთიანი თანამშრომლობითაც იქმნება აკადემიური სწავლების ერთიანი არეალი.
უნივერსიტეტის მისიაა თანამედროვე თეორიული, მეთოდოლოგიური და პრაქტიკული
ცოდნით აღჭურვილი სპეციალისტების მომზადება, რომლებიც თავიანთი წარმატებული
საქმიანობით ხელს შეუწყობენ მაღალგანვითარებული, სამართლებრივი,
დემოკრატიული, ზნეობრივი და მაღალი სამოქალაქო შეგნების მქონე საზოგადოების
ჩამოყალიბებას.
საზოგადოებას შესთავაზოს კვალიფიციურად
აგებული თანამედროვე სასწავლო პროგრამები ჯანდაცვის მიმართულებით, რომლებიც
გამოირჩევიან მრავალფეროვნებით. ამ პროგრამების მიზანია მისცეს სტუდენტს
ჯანდაცვის დარგში ,კერძოდ ფარმაციის და საექთნო საქმეში და მენეჯმენიტს
მიმართულებით-ჯანდაცვის მენეჯმენტში ღრმა ცოდნა, გაუღვიძოს ინტელექტუალური
განვითარებისადმი ინტერესი და გაუღრმავოს აზროვნებისა და ურთიერთობის
უნარჩვევები, რაც მას გლობალურ საზოგადოებაში სწორი ორიენტაციის
გამომუშავებაში დაეხმარება.
საექთნო სკოლა-სასწავლო
უნივერსიტეტი”ივერია”სტრატეგიული განვითარების გეგმის რეალიზება მოიცავს
შემდეგ ზოგად პრიორიტულ მიზნებს:
გამართული სასწავლო პროცესის ორგანიზების უზრუნველყოფა;
სწავლების ხარისხის უზრუნველყოფა და მისი
შეფასების მექანიზმები;
უნივერსიტეტის სტუდენტთა, აკადემიური
პერსონალის მობილობის ხელშეწყობა;
შრომის ბაზრის მოთხოვნებზე
ორიენტირებადი მაღალი ხარისხის საგანმანათლებლო პროგრამების მომზადება და
რეალიზაცია, საგანმანათლებლო პროგრამების მუდმივი განახლება და ახალ
სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა;
საუნივერსიტეტო სტრუქტურების მუშაკთა
კვალიფიკაციის ამაღლება,ტრეინინგები, მივლინებები სასზღვარგარეთ
კვალიფიკაციის ასამაღლებლად და გამოცდილების გასაზიარებლად ;
საგანმანათლებლო სისტემისა და
კურსდამთავრებულთა დასაქმების მონიტორინგის სისტემის განვითარება;
საგანმანათლებლო პროცესების
მატერიალურ-ტექნიკური და საინფორმაციო უზრუნველყოფის სრულყოფა;
სტუდენტთა პროფესიული უნარ-ჩვევების
გამომუშავებისა და გამოცდილების მიღების მიზნით მჭიდრო კავშირების
დამყარება ცალკეულ საწარმოებთან, ფირმებთან ,სკოლებთან, შესაბამის
დაწსესებულებებთან;
| |
|
|
|