ლინკები

 

                                     

                                        

 სასწავლო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური


1. სასწავლო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური (შემდგომში სამსახური) წარმოადგენს სასწავლო უნივერსიტეტის მართვის ორგანოს. იგი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მმართველობის სფეროს უზრუნველსაყოფად ხელმძღვანელობს საქართველოს კანონით „უმაღლესი განათლების შესახებ“, მოქმედი კანონმდებლობით, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, უნივერსიტეტის წესდებით, რექტორის ბრძანებებით და ამ წესდებით.
2. სამსახური ანგარიშვალდებულია სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის და აკადემიური საბჭოს წინაშე.
3. სამსახური ხელს უწყობს სწავლების ხარისხის მაღალი დონის უზრუნველყოფას სწავლის, სწავლების და შეფასების თანამედროვე მეთოდების (კრედიტების დაგროვების და ტრანსფერის ევროპული სისტემა, მოდულები, საგანმანათლებლო პროგრამები, სასწავლო კურსები, სილაბუსები) დანერგვის გზით და აკრედიტაციის პროცესისათვის თვითშეფასების მომზადებას.
4. სამსახური მჭიდრო კავშირს ამყარებს და თანამშრომლობს როგორც საქართველოს, ასევე საზღვარგარეთის ქვეყნების უმაღლეს სასწავლებლებთან და მათ შესაბამის სამსახურებთან სწავლების და სწავლის ხარისხის კონტროლის გამჭვირვალე კრიტერიუმების შესაქმნელად და უზრუნველყოფის მეთოდოლოგიის საუკეთესო გამოცდილების გაზიარებისათვის.
5. სამსახურის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ამტკიცებს რექტორი აკადემიური საბჭოს რეკომენდაციით ან/და ირჩევს სასწავლო უნივერსიტეტის საკონკურსო კომისია ღია კონკურსის წესით. ხარისხის უზრუნელყოფის სამსახურის ხელმძღვანელი შეიძლება იყოს მხოლოდ აკადემიური ხარისხის მქონე პირი.
6. სამსახური წარმოადგენს სასწავლო უნივერსიტეტის სწავლის, სწავლების და სამეცნიერო კვლევების ხარისხის სფეროში ერთიანი პოლიტიკის გამტარებელ ორგანოს.
7. სამსახურის საქმიანობა წარიმართება:
ა) სამსახურის საქმიანობის სფეროს მიეკუთვნება სასწავლო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის, სწავლების ხარისხის, აკადემიური პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების, კვლევითი საქმიანობის და სასწავლო პროცესის ერთიანობის კოორდინაცია და სისტემატური შეფასება.
ბ) უმაღლესი განათლების და მეცნიერული საქმიანობის ინტეგრაციული სივრცისთვის ხელის შეწყობა.
გ) სასწავლო პროცესის თეორიული, მეთოდური და პრაქტიკული პრობლემების მეცნიერული დამუშავება და გადაწყვეტის პროცესის შეფასება.
დ) სასწავლო-მეთოდური და სასწავლო-კვლევითი პროექტების დამუშავება-მოძიების საქმიანობის მონიტორინგი და გრანტების მოპოვების პროცესის კოორდინაცია.
ე) სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ტრენინგების, სემინარების ჩატარება, სხვა სასწავლებლებიდან, მათ შორის უცხოეთიდან გამოცდილი სპეციალისტების მოწვევა, გაცვლითი პროგრამების კოორდინირება.
ვ) ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრისთვის შესაბამისი კოეფიციენტების განსაზღვრის ორგანიზება.
ზ) უცხოელ სტუდენტთა სასწავლებელში მოზიდვის ხელშეწყობა.
თ) სასწავლებლის ლიცენზირებისა და აკრედიტაციისათვის აუცილებელი მასალების მომზადების კოორდინაცია.
ი) სწავლისა და სწავლების ხარისხთან დაკავშირებული სხვა ორგანიზაციული საქმიანობა.
კ) აკადემიური სტანდარტების, შეფასების ზოგადი კრიტერიუმების შემუშავება, აკადემიური პროგრამების და საგნების სილაბუსების შეფასება, სწავლების ინოვაციური ტექნოლოგიების შესწავლა და სასწავლო უნივერსიტეტის პრაქტიკაში მათი დანერგვა.

 

   სილაბუსის ფორმა

   სილაბუსის შემოწმების ფორმა

   სგანამანათლებლო პროგრამის შემოწმების ფორმა